“შემიძლია მესის დავურეკო და სადაც გინდა, იქ ვითამაშოთ…“

521

“ბაიერნმა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო და პეპ გვარდიოლას უნიკალური შედეგი, ერთ სეზონში მოგებული 6 თასი, გაიმეორა. პეპმა “რეკორდმაისტერის” თავკაცი ჰანსი ფლიკი გამოიწვია, როგორც შეჯიბრება მე-7 ტიტულისთვის.

“ბაიერნის” ფეხბურთელებსა და ოჯახის წევრებს ამ უდიდეს წარმატებას გილოცავთ. განსაკუთრებით, იმას, რომ შეძელით და მოიგეთ 6 ტიტული სეზონში. ვამაყობ, რომ ერთ დროს ამ გუნდის მწვრთნელი ვიყავი.

მაგრამ მინდა ჰანსის ერთი რამ ვუთხრა: შენ მეორე მწვრთნელი ხარ, რომელმაც ეს შეძლო. მანამ, სანამ შენ იქნებოდი, სხვა გუნდი გახლდათ და ეს გუნდი “ბარსელონა” იყო… ასე რომ, შემიძლია მესის

დავურეკო და სადაც გინდა, იქ ვითამაშოთ მე-7 ტიტულისთვის”, – განაცხადა პეპმა.

შეგახსენებთ, გვარდიოლამ 2008/09 წლებში “ბარსელონას” ერთ სეზონში 6 ტიტული მოაგებინა.

წყარო: sportall.ge

SHARE