მატიას ალმეიდა ვაკო ყაზაიშვილზე

473

„სან ხოსეს“ მთავარი მწვრთნელი მატიას ალმეიდა ვაკო ყაზაიშვილს აქებს. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ქართველმა იდეალურად ითამაშა.

მოგეხსენებათ, ყაზაიშვილმა MLS-ის ბოლო ტურში ლოს ანჯელეს „გალაქსისთან“ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

„ის იდეალური იყო. ამ გზაზე დარჩენა სჭირდება, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა თავისი პოზიციის შესანარჩუნებლად. ვაკომ ბოლო ხანებში დაამტკიცა, რომ ძალიან მოუმატა“, – თქვა ალმეიდამ.

შეგახსენებთ, ბოლო 4 თამაშში ყაზაიშვილმა 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ნიშანდობლივია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ივნისში გამართული მატჩებისთვის არ გამოიძახეს.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE