ოფიციალურად: დიეგო გოდინი “ინტერის” ფეხბურთელია

445

ვეტერანი ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი მილანის “ინტერის“ ფეხბურთელია. როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

„საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ გამცნობთ, რომ ფეხბურთელ დიეგო გოდინთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გოდინი „ინტერს“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რომელთანაც ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა. ურუგვაელი „როხიბლნკოს“ რიგებში 2010 წლიდან თამაშობდა და გუნდის ლეგენდად ჩამოყალიბდა (389 მატჩი, 26 გოლი).

მანამდე დიეგი „ვილიარეალისა“, „ნასიონალისა“ და სეროს“ ღირსებას იცავდა. ურუგვაის ნაკრებში კი დღემდე ჩატარებულ 131 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE