voetbalkrant.com: „გენტი“ სამი გიორგით შეუტევს – შეუპოვარ ბერიძეს იჯარით აღარ გაუშვებენ

446
voetbalkrant.com-ი ირწმუნება, რომ მომავალ სეზონში დიდი ალბათობით “გენტს” სამი ქართველი შემტევი, სამი გიორგი – ჩაკვეტაძე, ქვილითაია და ბერიძე ეყოლება.
ბერიძე “გენტმა” ორჯერ გაუშვა იჯარით, ჯერ “ტრენჩინში”, რომლის რიგებშიც სლოვაკეთის პირველობზე 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ გასული წლის ზაფხულში ამხანაგურ მატჩებში “გენტში” ისევ გამოიჩინა თავი, მაგრამ მაინც არ დაიტოვეს და “დოჟაში” გაანათხოვრეს.
არც უნგრეთში შეურცხვენია თავი 22 წლის შეუპოვარ ნახევარმცველს, მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა და “გენტში” დაბრუნებულმა მწვრთნელს, იეს ტორუპს თავი მოაწონა.
3 სპარინგში მან 5 გოლი გაიტანა და როგორც იქნა, შრომა და გარჯა დაუფასდა. არადა, მის ადგილზე ბევრი შეიძლებოდა გატეხილიყო.
ბერიძე “გენტმა” 2015 წელს “ზესტაფონისგან” შეიძინა.
წყარო: sportall.ge
SHARE