ქართველების „სან ხოსესთან“ წაგების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კვლავ იტრაბახა

435
ქართველების “სან ხოსესთან” წაგების (0:3) შემდეგ, ლოს ანჟელეს “გალაქსის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისევ შეიქო თავი.
„ამერიკის ლიგაში დასასვენებლად არ ვთამაშობ და ეს მიუხედავად იმისა, რომ 33 ტურნირი მაქვს მოგებული. ამდენი ტიტული შესაძლოა, ამ ლიგის ყველა ფეხბურთელს ერთად აღებულს არ გააჩნია. მერწმუნეთ, ვიცი, რასაც ვაკეთებ”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩს ESPN.
ზემოაღნიშნული მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა და ამ უკანასკნელმა მე-11 წუთზე ანგარიშიც გახსნა.
წყარო: sportall.ge
SHARE