ტბაში დაკარგულ ფეხბურთელს რობოტი ეძებს

465
შვეიცარიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებისა და “იანგ ბოიზის” ფეხბურთლს ფლორიანა ისმაილის ძებნის პროცესში რობორტი ჩართეს. აღნიშნულ ინფორმაციას შვეიცარული გამოცემა RSI.ch ავრცელებს.
გამთენიისას 24 წლის ფეხბურთელს, რომელიც კომოს ტბაზე ნავით სეირნობისას დაიკარგა, მყვინთავები ეძებდნენ. ხოლო დილით, მათ განკარგულებაში რობოტი გაჩნდა, რომელსაც ტბის ძირას შეუძლია ჩასვლა.
შეგახსენებთ, რომ ისმაილიმ და მისმა მეგობარმა ნავი იქირავეს, ტბაში 700 მეტრი შეცურეს და შემდეგ ჩაყვინთვა გადაწყვიტეს. მისი მეგობარი ნავზე დაბრუნდა, ხოლო ფლორიანა წყლის ზედაპირზე აღარ გამოჩენილა. იმ ადგილას კი, სანდაც ფეხბურთელი გადახტა, ტბის სიღრმე 100 მეტრს აღწევს.
წყარო: sportall.ge
SHARE