როგორც ჩანს, ესპანელმა მეკარე იკერ კასილასმა განიზრახა, რომ გულის შეტევას არ მისცემს ნებას კარიერა დაასრულებინოს. იკერმა წინასასეზონო მოსამზადებელ პროცესში “პორტუს” პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.
38 წლის მეკარემ გულის შეტევა 2 თვის წინ მიიღო და ყველა ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ კარიერის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.
„ავუბრუნდით სამუშაოს, პირველი დღე” – დაწერა იკერმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე და თან ფოტოც დაურთო.
წყარო: sportall.ge