იაპონიის მასშტაბით სუმოისტების საშემოდგომო ტური გრძელდება და იაპონური გამოცემა www.daily.co.jp ქალაქ ჰამამაცუში ტოჩინოშინის გამოსვლას, მცირე სტატიით გამოეხმაურა.
“სუმოს საშემოდგომო ტური ქალაქ ჰამამაცუში შიზუაკას პრეფექტურაში გაიმართა. კასუგანოს სკოლოს წევრი ტოჩინოშინი (32) აქტიურად ასპარეზობს, რომლის მიზანი ფუკოაკოში ოძეკის წოდების დაბრუნებაა. მან 8:1 დაამარცხა, სეკივაკე მიტაკეუმი და მეოთხე მაეგაშირა შოდაი.
ტოჩინოშინმა მეორედ დაკარგა ოძეკის ტიტული. შემოდგომის ტურზე ის პირველივე დღიდან ფორმაში შესვლას და მუხლის რეაბილიტაციას ცდილობდა.
სუმოსიტებმა ჯერ მხოლოდ შემოდგომის ტურის ნახევარი გაიარეს.
“მე ნელ-ნელა წინ მივიწევ, პრაქტიკა მაძლევს გარკვეულ განსხვავებას” – ამბობს ტოჩინოშინი.
ვარჯიშის დღესაც ჩანდა, რომ მას მარცხენა ხელი უკეთეს მდგომარეობაში ჰქონდა.
“თუმცა ჩემი მოძრაობა ნელია, რადგან ჩემი ფეხი შეშუპებულია” – ამბობს ტოჩინოშინი. ის სასოწარკვეთილი ცდილობს გაიუმჯობესოს თავისი მდგომარეობა, მაშინ როდესაც მარჯვენა მუხლი სრულყოფილად არ არის მორჩენილი. “
წყარო: sportall.ge