ძალიან საინტერესო ინტერვიუ ლუის ვან გაალთან: ეს მე არ მითქვამს…

403

2016 წელს ლუის ვან გაალი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გააგდესამის შემდეგ ის სამი წლისგანმავლობაში ისვენებდამარტში კი ვან გაალმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადარომ ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.

არადა, “ფრანს ფუტბოლმა” ლეგენდარულ სპეციალისტთან ვრცელ ინტერვიუში გაარკვიარომ პენსიაზე მსგავსიც არაფერი უთქვამს და რომ პრესამ ჩვეულებისამებრ გადააჭარბალუისმა მხოლოდ ის თქვარომ თავს პენსიონერად გრძნობსასე რომდიდი ალბათობითვან გაალს ისევ ვიხილავთ საფეხბურთო ასპარეზზე

წინადადებებს ყოველ კვირას ვიღებ

– როგორ გრძნობთ თავს პენსიაზე?
– ცუდად არ ვარ. ასეთ დროს ცხოვრების ახალ სიღრმეებს აღმოაჩენ ხოლმე. ყველას მუშაობაზე უზომოდ დამოკიდებული ვგონივარ, არადა, საქმე ასე არ არის. სულ შემეძლო, შინ დავბრუნებულიყავი და გარკვეული დროის განმავლობაში ფეხბურთი თავიდან ამომეგდო. შემეძლო, შვილებისა და ცოლისთვის დამეთმო დრო… ბევრ მწვრთნელს ეს არ შეუძლია. ჩემს კარიერაში კი იყო რამდენიმე წელი, როცა, ასე ვთქვათ, შემოქმედებითად ვისვენებდი. არანაირი პრობლემა! მიყვარს შვილიშვილებთან და ცოლთან ყოფნა. ვხვდებით მეგობრებს, დავდივართ სადილებსა და ვახშმებზე…

– ფეხბურთი არ მოგენატრათ?
– რა თქმა უნდა, ცოტათი მომენატრა. ყველაზე მეტად ახალგაზრდა მოთამაშეებთან ურთიერთობა მაკლია. მათთან ურთიერთობა შენც ახალგაზრდას გხდის. მაკლია ძველი დინამიკა, თუმცა საფეხბურთო ცხოვრება შაქარი არ არის. იქ არის ბევრი რამ, რაც მე არ მომწონს, რაც მიუღებელია ჩემთვის.

– რომელიმე კლუბისაგან წინადადება თუ გქონდათ?
– წინადადებას ყოველ კვირას ვიღებ. არ მინდა დაკონკრეტება. უხერხულია იმ მწვრთნელების წინაშე, რომლებიც ახლა ამ კლუბებში მუშაობენ.

– ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთრომ ფეხბურთში მოღვაწეობას მორჩით და ახლაპენსიონერი ხართ
– ეს მე არ მითქვამს, ეს თქვა პრესამ! ჩემს გარეშე გადაწყვიტეს ყველაფერი! მე მაშინ ვთქვი – ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს პენსიაზე გავდივარ-მეთქი. განსხვავება ხომ არის? მე ღმერთი არ ვარ, რომ ვიცოდე, რა იქნება მომავალში. მაგალითად, ხვალ შეიძლება მეუღლე აღარ იყოს შენს გვერდით და ყველაფერი შეიცვალოს. მან ჩემს გამო სამუშაო მიატოვა. მაშინ მე ვთქვი, რომ 55 წლის ასაკში წერტილს დავსვამდი. არადა, იმის მერე კიდევ მთელი 10 წელი ვიმუშავე. როგორ შეიძლება, ილაპარაკო პენსიაზე, როცა ამდენი წინადადებაა?! თუმცა, მას შემდეგ, რაც პრესამ პენსიონერად გამომაცხადა, წინადადებების რაოდენობა შემცირდა (იცინის).

სწორად განვალაგოთ მოთამაშეები…

– ხშირად უყურებთ ფეხბურთს ტელევიზორში?
– ჩემი საზომით არ ვიცი, რამდენად ხშირად ვუყურებ თუ იშვიათად, მაგრამ ცოლი მიიჩნევს, ფეხბურთს კვლავ ბევრ დროს ვუთმობ. ძირითადად ინგლისურ პრემიერლიგას ვუყურებ. ეს არის საუკეთესო ჩემპიონატი. ასევე ვადევნებ თვალს “აიაქსს”. გასულ სეზონში ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს… ვუყურებ “მანჩესტერ სიტის”. შევაქებ პეპ გვარდიოლას, ასევე კლოპს. სხვა გუნდების თამაშებსაც ვუყურებ, ოღონდ, ეს უკვე ხასიათის მიხედვით.

– ტელევიზორით ყურებასა და სამწვრთნელო სკამიდან ცქერას შორის დიდი სხვაობაა?
– როცა თამაშს უყურებ, როგორც მწვრთნელი, დაძაბული ხარ და გამუდმებით აზროვნებ. ახლაც ვაანალიზებ თამაშებს. ვაყენებ ჩემს თავს გვარდიოლას, კლოპის, ტენ ჰაგის ადგილას…

– ტელევიზორიდან ფეხბურთი ხომ სულ სხვანაირად აღიქმება?
– რა თქმა უნდა! ეკრანს ხომ სივრცე აკლია. რთულია, განსაზღვრო მანძილი ხაზებსა და ფეხბურთელებს შორის. ასეთი ანალიზისთვის სამგანზომილებიანი სურათი გჭირდება. 2005 წლიდან ჩემს სამწვრთნელო შტაბში იყო მარკ რეკერსი. ის ასე შიფრავდა თამაშებს და ეს ძალიან გვშველოდა.

ერთ დროს ბარსელონაში. ლუის ვან გაალი და მისი ასისტენტი ჟოზე მოურინიო

– ჰოლანდიაში ყველა გუნდი ცდილობს სივრცეების მოპოვებას და პირველ ნომრადთამაშს
– შექმნას სჭირდება სივრცე და შემქმნელი ფეხბურთელები. მეორე მხრივ, თუ შენ ზედმეტ თავისუფლებას მისცემ ასეთ მოთამაშეებს, მაშინ შეიძლება გუნდში დიდი დისბალანსი მიიღო. მწვრთნელის ოსტატობა სწორედ იმაშია, რომ ოქროს შუალედი მონახოს ჩაშლასა და შექმნას შორის. გვარდიოლას, კლოპისა და ტენ ჰაგის გუნდები თუ აგებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკან დიდ სივრცეს ტოვებენ. ჩემპიონთა ლიგაში ბევრი გუნდი არ უტევს და ტურნირს ვერც შემტევი გუნდი იგებს ყოველთვის. 10 და 20 წლის წინ ყველაფერი ცოტა სხვანაირად იყო. დღეს ყველასთვის შედეგია მთავარი.

– თუ არის ფეხბურთელირომელიც იდეალურად ირჩევს პოზიციას მინდორზე?
– ამ მხრივ, ჩემთვის სამაგალითოა ჰოლანდიის ნაკრებისა და “აიაქსის” ნახევარმცველი დეილი ბლინდი. ამ უნარის გარეშე ის კარიერას ვერ გაიკეთებდა.

ჩემთვის ვარსკვლავი ფიგუა და არა რიბერი

– ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალისტს, “ლივერპულს” და “ტოტენჰემს“, სულაც არ ჰყოლიათგანსაკუთრებულად ვარსკვლავური შემადგენლობა
– საქმეც ისაა, რომ მთავარი გუნდია და არა – ვარსკვლავები. როცა გუნდში ვარსკვლავი გყავს, ეს ბედნიერებაა და მწვრთნელი მას უნდა შეეწყოს. მესი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ყოველთვის ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას. კრუიფი საუკეთესო იყო თავის დროზე, მაგრამ მუდამ ვერც მისი “ბარსელონა” იგებდა. გუნდში დღეს 35 ფეხბურთელი მაინც არის. რთულია, ყველამ ერთის ჰეგემონობა აღიაროს…

– მწვრთნელი როგორ უნდა შეეწყოს ვარსკვლავს?
– ბევრი თქვენი კოლეგა წერდა და წერს, რომ მე არ ვიცი, როგორ ვიურთიერთო ავტორიტეტებთან. ეს ასე არ არის. მე ვიცი ვარსკვლავებთან ურთიერთობა. ოღონდ, ის უნდა შეეწყოს კოლექტივს და აღიაროს თამაშის საერთო წესები. მე ვწვრთნიდი ფიგუს და რაიკაარდს მაშინ, როცა ისინი 30 წელს იყვნენ გადაცილებულები და ჩვენ ბოლომდე გვესმოდა ერთმანეთის. 34 წლის რაიკაარდი ჩემი თანამოაზრე იყო. პირადად ჩემთვის ფიგუ ვარსკვლავია, რიბერი კი – არა. რიბერი მეტს ფიქრობს საკუთარ თავზე, ვიდრე გუნდზე.

– იგივე შეიძლება ითქვას რივალდოზე თქვენი “ბარსელონადან“…
– მართალი ხართ. რივალდოსთან მუშაობა რთული გახდა მას შემდეგ, რაც 1999 წელს მან “ოქროს ბურთი” მიიღო. მას უწოდეს მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი…

– გამოდისრომ დამნაშავეები ჟურნალისტები ვართ?
– ყოველ შემთხვევაში, რივალდო შეიცვალა, უმართავი გახდა. უნდოდა, თვითონ გადაეწყვიტა, სად ითამაშებდა. შეიცვალა ადამიანი!

– როგორ ფიქრობთრატომ არ გამოსდის “პარი სენ-ჟერმენს” მბაპესთანკავანისა დანეიმართან ერთად მსოფლიო დონის გუნდად ჩამოყალიბება?
– გასულ წელს მე ექსპერტი ვიყავი პარიზულ მატჩზე, რომელშიც “პარი სენ-ჟერმენმა” 3:0 მოუგო “ბაიერნს”. მაშინ ვთქვი, რომ ანგარიშის მიუხედავად, გერმანელებს უკეთესად ჰქონდათ დაყენებული გუნდური თამაში. ნეიმარი თავისთვის თამაშობდა, მაგრამ ის ხომ ვარსკვლავია. ეს არ ეხებათ მბაპესა და კავანის. კავანი ძალიან მომწონს, აღტაცებული ვარ მისი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით.

ლუის ვან გაალი და ბარსას კაპიტანი პეპ გვარდიოლა

ბოლოს და ბოლოს, ტენ ჰაგმაც შეიგნო…

– თქვენ თქვითრომ “მანჩესტერ სიტის“, “ლივერპულისა” და “აიაქსის” ყურება გიყვართნიშნავს ეს თუ არა იმასრომ მხოლოდ შემტევი ფეხბურთია სანახაობა?
– რა თქმა უნდა, არა. მეორეცაა – ძალიან რთულია შემტევი ფეხბურთის ისე თამაში, რომ უკან არ დარჩეს სივრცეები. შეუტიო და უკან “დაიწვა” – ეს წაგებას ნიშნავს. ხშირად ვერ იგებენ შემტევი გუნდები დიდ ტურნირებს და სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ იგებენ.

– ახლანდელი “აიაქსი” თქვენს გაწვრთნილ გუნდს არ გახსენებთ?
– “აიაქსის” ფილოსოფია შეტევაა. ეს არის ის, რასაც გუნდი არასოდეს გადაუხვევს. ტადიჩი, ნერეში, დე ლიხტი, ვან დე ბეეკი სწორედ ასეთი ბიჭები არიან. ფინალამდე მისვლა დიდი ვაჟკაცობაა. ჩემს კარიერაში მხოლოდ ერთი წაგებული ფინალია – “ინტერთან”… ცუდია, რომ ეს ვერ შეძლო “აიაქსმა”.

– რას ფიქრობთ ამ სეზონის “ბარსელონაზე“?
– “ბარსელონა” ზოგადად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გუნდში ლუის ენრიკე მივიდა. აღარ იყო უკვე თავქუდმოგლეჯილი შეტევები. შეიცვალა გუნდის სქემა და “ბარსა” უფრო კომპაქტური გახდა. რაც შეეხება ჩავარდნებს ჩემპიონთა ლიგაზე, ალბათ, ეს კითხვა ლეო მესისთან არის.

– არ მიგაჩნიათრომ თქვენი “ბარსელონას” კაპიტანი პეპ გვარდიოლა ძალიან ჯიუტიათავისი ფეხბურთის ქადაგებისას?
– არა მხოლოდ გვარდიოლა, არამედ ტენ ჰაგიც. ამიტომ ვერ მივიდა “აიაქსი” ლიგის ფინალამდე. პეპმა მეორედ მოიგო პრემიერლიგა. ეს მართლაც ფანტასტიკაა. მან ყველაფერი მოიგო ინგლისში. ჩემპიონთა ლიგა კი მაინც სხვა ტურნირია. ამიტომ ვერ მოიგეს ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგა გვარდიოლამ და ტენ ჰაგმა. ისინი მეტოქის მიხედვით არასოდეს არჩევენ ტაქტიკას.

– ამაშია სხვაობა გვარდიოლასა და თქვენს ყოფილ ასისტენტ მოურინიოს შორის?
– დიახ. მოურინიო კარგი ტაქტიკოსია. ასევეა გვარდიოლაც, მაგრამ ის შეტევის გარდა, არაფერს სცნობს.

– რა ისწავლეთ “ბარსელონასგან“?
– შეტევა და მხოლოდ შეტევა. ეს გუნდის ფილოსოფიაა. როცა მისი ნაწილი ხდები, შენ ამას სწავლობ.

უნდა შევეგუოთ მსოფლიოს კომპიუტერიზაციას…

– თქვენს ხელში ათამაშდნენ ჩავიინიესტამიულერირაშფორდი… თქვენ გასცემდითმაგრამ რას იღებდით ამ ახალგაზრდებისგან?
– მე მათი იდეების თანაზიარი ვიყავი. ისინი ჩემგან გრძნობდნენ ნდობას. მე მათი მეგობარი ვიყავი. დუბლებს მუდამ დიდ ყურადღებას ვაქცევ. მისი მწვრთნელი ჩემთვის ნამდვილი მოადგილეა. ერთი ეგაა, “მანჩესტერში” არ გამომივიდა ბოლომდე, იქ უბრალოდ დრო არ მომცეს.

– კომპიუტერიზაციის ეპოქაში ახალგაზრდებთან მუშაობა იოლია?
– მე ჩემს ბავშვობაში მასწავლიდა ოჯახი და მღვდელი, ასევე სკოლა. დღეს სხვა დროა. უნდა შევეგუოთ იმას, რომ მსოფლიო კომპიუტერიზებულია. ეს თანამედროვე რეალობაა. ბალანსის დაცვა კი ყოველთვის არის აუცილებელი.

– თქვენი დღიურების შესახებ გკითხავთ
– მათ ჯერ კიდევ მაშინ ვწერდი, როცა “აიაქსში” ვთამაშობდი. მერე გაჩნდა კომპიუტერი. ყველა ნაწერი შენახული მაქვს. 1997 წლიდან აღარ ვწერ ხელით…

წყარო: lelo.ge
SHARE