L’Equipe: საფეხბურთო სეზონი დასრულდა – ევრო 2020-ს გადაიტანენ, ყველა ტურნირი შეჩერდება

347
ფრანგული “ეკიპი” იტყობინება, რომ კორონავურუსის გამო 17 მარტს უეფა ევროპირველობის 2021 წლისთვის გადატანას და ეროვნული ჩემპიონატების შეჩერებას ოფიციალურად გამოაცხადებს.
იქამდე უეფა ამის შესახებ ფიფას უნდა მოელაპარაკოს, რომელიც 2021 წელს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას აპირებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა ვიდეოკონფერენციის ფორმატში თავის 55 წევრ ორგანიზაციას, აგრეთვე  ევროპული კლუბების ასოციაციიასა  და საერთაშორისო პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს მიიწვევს, სადაც ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროტურნირების გარდა, ევრო 2020-ის ბედი გადაწყდება, რომელიც ამა წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს – თუ გამართულიყო.
უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად 4 600 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად ვირუსით დაინფიცირებულია 123 ათასი ადამიანი, ხოლო 68 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
წყარო: sportall.ge
SHARE