NBA-ს ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი გადაიწერა

1108
მართალია, გუშინ, 24 აგვისტოს, NBA-ს პლეი-ოფების სათამაშო დღე ლუკა დონჩიჩმა დაიპყრო, თუმცა, თუ საქმე რეკორდებსა და ბრწყინვალე თამაშს ეხება, “იუტა ჯაზისა” და “დენვერ ნაგეთსის” კალათბურთელებმა ლუკაზე ნაკლებად არ იყოჩაღეს.

სერიის მე-3 მატჩი “იუტამ” 2 ქულის სხვაობით მოიგო (129:127) და სერიაში 3:1 დაწინაურდა. “იუტას” ვარსკვლავმა დონოვან მიჩელმა შეხვედრაში 51 ქულა ჩააგდო, ხოლო “დენვერის” გამთამაშებელმა ჯამალ მარეიმ საკუთარ გუნდს 50 ქულა მოუტანა. შედეგად, NBA-ს ისტორიაში უნიკალური რამ დაფიქსირდა: პლეი-ოფის შეხვედრებში პირველად ჩააგდო ორივე გუნდის კალათბურთელმა 50 და მეტი ქულა.

გარდა ამისა, მიჩელმა კალათბურთის ლეგენდების მიღწევა გაიმეორა. დონოვანმა 1 სერიაში ორჯერ მოახერხა 50+ ქულის მოპოვება. აქამდე ეს მხოლოდ სამმა მოთამაშემ შეძლო: უიტ ჩემბერლეინმა, მაიკლ ჯორდანმა და ალან აივერსონმა.

წყარო: sportall.ge

SHARE