goal.philenews – ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას კვიპროსულ „ანორთოსისში“ გააგრძელებს. ეს საკითხი გადაწყვეტილია – თემურ ქეცბაიამ თანამემამულე დაითანხმა ფამაგუსტაში თამაშზე.
შეგახსენებთ, რომ ჯანოს ჰქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, შეთავაზება ბერძნული აეკისგან, თუმცა როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა ქეცბაიასა და კვიპროსულ კლუბში მოთამაშე ქართველების ფაქტორი.
წყარო: lelo.ge