საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება მათი სიმბოლიკის გამოყენების შესახებ

488
საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა “ძალიან რეიტინგული პარტიებისა და ლიდერების” მიერ მომზადებული კლიპი, რომელშიც გამოყენებულია საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სიმბოლიკა და ფორმა.

საქართველოს რაგბის კავშირი კატეგორიულად აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება არის კანონსაწინააღმდეგო და გამეორების შემთხვევაში მივმართავთ სამართლებლივ ზომებს!”

წყარო: sportall.ge
SHARE