უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტალინში, “ა ლე ქოკ არენაზე”, ესტონეთს დაუპირისპირდება.
ცნობილია ეროვნული გუნდის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობები.
ძირითადი: ლორია – კაკაბაძე, ხოჭოლავა, კვერკველია, ჯიღაური – კვეკვესკირი, კანკავა, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ოქრიაშვილი – კაჭარავა.
სათადარიგო: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, გრიგალავა, ქვილითაია, მალი, აბურჯანია, კობოური, შენგელია, კობახიძე, დავითაშვილი, ლობჟანიძე.
საქართველოს ნაკრებისა და ესტონეთის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
წყარო: live.ge