(ვიდეო) ეროვნული ლიგა „დინამოს“ გამარჯვებით განახლდა

345

საქართველოს ეროვნული ლიგა სამთვენახევრის შემდეგ განახლდა. მესამე ტური ცენტრალური მატჩით განახლდა, რომელშიც „საბურთალომ“ მოქმედ ჩემპიონ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა.

შეხვედრა წუთიერი დუმილითი დაიწყო, „საბურთალოს“ აკადემიის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად.

მატჩს რაც შეეხება, როგორც ჩანს, „დინამო“ რესტარტს მშვენიერ ფორმაში შეხვდა, ხოლო „საბურთალო“ პირიქით. კახა ჩხეტიანის გუნდი, რომელსაც პაუზამდე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული, მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და გამარჯვება სრულიად ლოგიკურად დამსახურებულად მოიპოვა.

სეზონი ულამაზესი გოლით განახლდა, ყველა ხელს რომ მოაწერდა, ისეთი იყო. მე-17 წუთზე გიორგი კუციამ საჯარიმო დარტყმა ფანტასტიკურად, იდეალურად შეასრულა და ანგარიში გახსნა. „დინამოს“ კიდევ შეეძლო პირველ ტაიმში გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ, მოახერხა ნაანტრაქტევს, თანაც საწყის 10 წუთში. ჯერ თორნიკე კაპანაძემ იხეირა ირაკლი ბუღრიძის პასით, ხოლო მერე თავად ბუღრიძე გამოეხმაურა გიორგი ქიმაძის ზუსტ გადაცემას.

„დინამომ“ 5 ქულა დააგროვა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. თავის მხრივ „საბურთალო“ პირველად დამარცხდა.

„საბურთალო“ – „დინამო თბილისი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 კუცია (17), 0:2 კაპანაძე (50), 0:3 ბუღრიძე (54)

წყარო: worldsport.ge

SHARE