ვერცხლი მსოფლიო თასზე – ნადირაძეს ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა

97

უნგრეთში ნიჩბოსნობის მსოფლიო თასი დასრულდა, სადაც ერთკაციანი კანოეთი 200-მეტრიან დისტანციის ფინალში ორი ქართველი ვიხილეთ. მურმან მალანია მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიგო.

ქართველი ნიჩბოსანი რუს ივან შტილს 0,29 წამით ჩამორჩა და ჩემპიონობაც დათმო. რაც შეეხება მალანიას: მას ჩემპიონმა 2,33 წამით აჯობა.

წყარო: popsport.com

SHARE