დავით ხახალეიშვილს ოპერაცია გაუკეთეს

117

ძიუდოში ოლიმპიურმა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ორგზის ფინალისტმა დავით ხახალეიშვილმა 27 ნოემბერს მინსკში გულის ოპერაცია გაიკეთა. მკურნალობის ხარჯები – 250 000 დოლარი ფონდმა „ქართუმ“ გაიღო. თავის მხრივ, ფინანსური შეღავათი გაგვიწია ბელარუსულმა მხარემაც – საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, საქმე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ყურამდეც კი მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს გულის პრობლემების გამო სერიოზული საფრთხე შეექმნა და და აუცილებელი გახდა სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ წაყვანა. საჭირო თანხის შესაგროვებლად მისმა მეგობრებმა საზოგადოებრივი აქტივობაც კი დაიწყეს, თუმცა საკმარისი ფინანსები ვერ შეგროვდა, მაგრამ სწორედ ამ დროს საქმეში ფონდი „ქართუ“ ჩაება და პრობლემაც მოგვარდა.

წყარო: lelo.ge

SHARE