ლევან მაისაშვილი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის…

290

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კორონავირუსის დიაგნოზით სამხრეთ აფრიკის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ განაცხადა:

ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას აქვს დაზიანებული ფილტვები და სიცოცხლისთვის იბრძვის. მოვუწოდებ ყველას, ილოცონ მისთვის.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თამაში გამართა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან. “ბოკესთან” მეორე მატჩი კი, გუნდში კოვიდინფექციის გავრცელების გამო გაუქმდა. ლევან მაისაშვილთან ერთად სამხრეთ აფრიკაში კიდევ ექვსი მოთამაშე მკურნალობს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია…

წყარო: lelo.ge

SHARE