ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

126
ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს 62-ე ჩოგანი, ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი 3 სეტში დაამარცხა – 5:7, 7:6, 6:3.

 

პირველი სეტი საკმაოდ არეულად წარიმართა. მიუხედავად მეტოქის მოწოდებაზე გაკეთებული 2 ბრეიკისა, ნიკოლოზმა საკუთარი ჩაწოდება 3-ჯერ წააგო და საბოლოოდ სეტიც დათმო. მეორე სეტმა კი ბრეიკების გარეშე ჩაიარა და ქართველმა ლიეტუველს ტაი-ბრეიკზე აჯობა. მესამე სეტში ბასილაშვილმა პირველ და ბოლო (მე-9) გეიმში მეტოქის მოწოდება მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.

 

ნიკოლოზი ამ მოგებით შეჯიბრების 1/8-ფინალში გავიდა, სადაც გერმანელ შტრუფს შეხვდება.

წყარო: sportall.ge

SHARE