ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება

179
2020 წელი განსაკუთრებით რთული იყო პროფესიონალი ჩოგბურთელებისათვის, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო შეჯიბრთა უმრავლესობა გაუქმდა და სეზონი მხოლოდ აგვისტოში განახლდება, მათ შორის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც.
ნიკოლოზი მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გასამართ შეჯიბრში მიიღებს, რომელიც სტარტს 14 აგვისტოს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ შარშან ბასილაშვილს ამ ტურნირზე არ უთამაშია და ქულებიც არ აქვს დასაცავი.
შეჯიბრებაში იასპარეზებენ მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დანილ მედვედევი, მე-15 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი, ასევე დავიდ გოფინი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, კეი ნიშიკორი და სხვა წამყვანი ჩოგბურთელები.
მოგეხსენებათ, შეჩერებული სეზონის გამო, რეიტინგიც უცვლელად დარჩა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.
წყარო: sportall.ge
SHARE