ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო

1076

დღეს, 9 იანვარს, ანტალიის 250 ქულიან ტურნირზე ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თურქი ჩელიკბილეკის დამარცხება 2 სეტში, 7:6, 6:4 შეძლო.

ქართველისთვის წელი შესანიშნავად დაიწყო. ნიკოლოზმა ორი მატჩი ერთეულთა, ხოლო ერთიც წყვილთა თანრიგში მოიგო.

ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი დემინორი იქნება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

წყარო: https://sportall.ge/skhva-sakheobebi/chogburthi/145337-aris-nikoloz-basilashvilma-zedized-me-3-shekhvedra-moigo.html

SHARE