ოფიციალურად! კრისტიან ერიქსენის კარიერა დამთავრებულია!

224

კრისტიან ერიქსენს მკერდის არეში კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს დაუყენებენ, – ამ ინფორმაციას დანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

ეს არის მოწყობილობა, რომელიც ითავსებს როგორც კარდიოსტიმულატორის ფუნქციებს, ასევე, ის არის დამზღვევი გულის უეცარი გაჩერებისგან, რაც დანიის ნაკრების ლიდერს იმ ავადსახსენებელი მატჩის დროს დაემართა…

“მას მერე, რაც კრისტიანმა გულის დეტალური გამოკვლევა გაიარა, მისი თანხმობით გადაწყდა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის დაყენება. ამასთან, ეს იყო რეკომენდაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებისგანაც”, – ვკითხულობთ დანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

რა თქმა უნდა, ამით 29 წლის ერიქსენის აქტიური საფეხბურთო კარიერა დასრულებულია. მაგრამ ისმის კითხვა – ყველა ექიმი, ვისთანაც მას შეხება ჰქონია, დღემდე ერთხმად ამტკიცებს, რომ ის 100 პროცენტით ჯანმრთელი იყო…

ცხადია, ეს დასკვნებიც გამოკლევებზე დაყრდნობით კეთდებოდა, თუმცა… ახლა აღმოჩნდა, რომ კრისტიანის გულს სერიოზული დახმარება სჭირდება. არ არის გამორიცხული, ეს რამდენიმე თვის წინ გადატანილი კოვიდინფექციის ბრალიც ყოფილიყო.

ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა კორონავირუსი, რომელიც ადამიანის ორგანიზში თავის კვალს ტოვებს. ამიტომ, იმათ, ვინც ეს დაავადება გადაიტანა, ექიმების მხრიდან სერიოზული მეთვალყურეობა სჭირდებათ…

წყარო

SHARE