აბა, რას გეუბნებოდით?! დევიდ მოიესის რევანში მანჩესტერ იუნაიტედზე 6 წლის შემდეგ. მაგუაირი მაშინ 5 მილიონი ღირდა…

304

დევიდ მოიესის მანჩესტერული კარიერა ვერ იყო წარმატებული, თუმცა 5 წლის თავზე შოტლანდიელ სპეციალისტს შეუძლია, რევანში აიღოს და ნიშნის მოგებით უთხრას “იუნაიტედის” ბოსებს – “მაგუაირს ყიდულობთ? და, რამდენად ყიდულობთ? აბა, მე რას გეუბნებოდით მაშინ?”

ყველამ ვიცით, რომ “მანჩესტერი” ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველს, ჰარი მაგუაირსყიდულობს. ცოტაც და, 26 წლის ფეხბურთელი თავის ამპლუაში მსოფლიოს ყველა დროის უძვირფასესი მოთამაშე გახდება.

დიდი ალბათობით, “იუნაიტედი” მასში 89 მილიონ ევროს (80 მილიონი ფუნტი) გადაიხდის და მოხსნის “ლივერპულის” რეკორდს. შეგახსენებთ, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს “წითლებმა” ვირჯილ ვან დეიკში 84 მილიონი ევრო გადაიხადეს…

საქმე ისაა, რომ 2013 წელს მოიესი დაჟინებით სთხოვდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოსებს, კონკრეტულად ედ ვუდვორდს, იმ დროისთვის “შეფილდ იუნაიტედში” მოთამაშე მაგუაირი ეყიდათ… 5 მილიონ ევროდ, მაგრამ…

მაგრამ მაშინ მავანმა ვერ გაიხედა წინ, ვერ შეატყო ფეხბურთელს კოჭებში, რომ კარგი მცველი დადგებოდა, დაასკვნა, რომ არ აკმაყოფილებდა “იუნაიტედის” “სტანდარტს” და არ გადაიხადა მასში 5 მილიონი ევრო…

“შეფილდმა” კი მაგუაირი სულ რაღაც 3 მილიონ ევროდ დაუთმო “ჰალ სიტის”, რომელმაც, თავის მხრივ, 2017 წელს 14 მილიონად გაუშვა “ლესტერში”. აი, ასე – დღეს ამ ფეხბურთელში “იუნაიტედი” 80 მილიონ ევროს იხდის…

წყარო: lelo.ge

SHARE