აგუერო ბატისტუტას რეკორდს უახლოვდება

368

მიუხედავად დაძაბული მატჩისა და დიდი ბრძოლისა, არგენტინამ ჩილე დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.

არგენტინელთა მხრიდან პირველი გოლი კუნ აგუერომ ლეო მესის გადაცემით გაიტანა.

აგუერომ თავის კარიერაში, კოპა ამერიკაზე უკვე მე-8 შეხვედრაში გაიტანა გოლი.

აგუეროს უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ არგენტინელს აქვს – ნორბერტო მენდესს და გაბრიელ ბატისტუტას კოპა ამერიკის 10 შეხვედრაში აქვთ გოლი გატანილი.

წყარო: goal.ge

SHARE