ავთო ებრალიძეს უფრო ძლიერ გუნდში უნდა…

330
Seixal, 11/02/2018 - O Sport Lisboa e Benfica B recebeu esta tarde o Académico de Viseu Futebol Clube no Campus do Clube no Seixal, em jogo a contar para a 24ª jornada da Segunda Liga 2017 / 2018. Avto festeja o 3-0 ( Pedro Rocha / Global Imagens )

არის ისეთი ფეხბურთელი, რომლითაც შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსთან მატჩისთვის? არ ვიცით, რას ფიქრობს ვლადიმირ ვაისი, ჩვენ კი ერთ-ერთ კანდიდატურად რუმინული “ვოლუნტარის” ქართველი ლეგიონერი ავთო ებრალიძე გვესახება.

ქართულ საფეხბურთო კულუარებში ისიც ითქვა, რომ ფეხბურთელი, რომელსაც პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, შესაძლოა, ჩვენს ჩემპიონატში ვიხილოთ. გუშინ “ლელო” ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა. რესპონდენტმა ჯერ თავის გუნდზე გვითხრა:

“ამ მომენტისთვის საქმე ვერ მიდის კარგად. ბოლო ადგილზე ვართ რუმინეთის ჩემპიონატში. ბევრი ისეთი თამაში წავაგეთ, რომელშიც მოგებას ვიმსახურებდით. იმედი მაქვს, მალე დავაღწევთ თავს სახიფათო ზონას”.

შემდეგ ებრალიძეს ვკითხეთ, ხომ არ არის შანსი, რომ ზამთარში გუნდი შეიცვალოს? “ჯერ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ველოდები წინადადებას. ამ მომენტისთვის კონკრეტული არაფერია. რა თქმა უნდა, ჩემია სურვილია, უფრო ძლიერ გუნდში გავაგრძელო კარიერა”, – ამბობს ებრალიძე და იქვე მისით ქართული კლუბების დაინტერესებაზეც აკეთებს კომენტარს:

“ამ მომენტისთვის არცერთი ქართული კლუბი არ შემხმიანებია და არ ვიცი, რომელი მათგანია ჩემით დაინტერესებული, ან არის კი საერთოდ? კიდევ ერთხელ ვამბობ – მე არაფერი ვიცი”.

ებრალიძეს ბელარუსის ნაკრებთან მარტის დაპირისპირებაზეც ვთხოვეთ აზრის გამოთქმა: “პირადად ჩემი მოლოდინი პოზიტიურია. მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროპის ჩემპიონატისკენ”.

წყარო: lelo.ge

SHARE