აზარენკას დამაჯერებელი მეოთხედფინალი

1228

ავსტრალიის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონი, ბელარუსი ვიკტორია აზარენკა (რეიტინგში ამჟამად 186-ეა) მაიამის ტურნირის მეოთხედფინალში დამაჯერებლად გავიდა. ვიკამ საათსა და 22 წუთში პოლონელი აგნეშკა რადვანსკა 6:2, 6:2 დაამარცხა, მისი მომდევნო მოწინააღმდეგ კი კვლავინდებურად სლავი ჩოგბურთელი, ამჯერად ჩეხი კაროლინა პლიშკოვა (ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი) იქნება. აზარენკას და რადვანსკას ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 14:5 გახდა აღმოსავლეთსლავი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

“ბოლო ხანს ემოციურად ძალიან შევიცვალე. უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში თავს ბევრი რამ გადამხდა, რთული პერიოდი გამოვიარე. ფსიქოლოგიური მდგრადობის საბოლოოდ მისაღწევად დრო კიდევ დამჭირდება”, – ამბობს აზარენკა.

SHARE