ანანიძის არყოფნის უცნაური მიზეზი… ქეცბაიას ყოფილი ასისტენტი ქართველებზე ლაპარაკობს…

416

წლების წინ, როცა თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისი” პირველად ჩაიბარა, ხრისტაკის კასიანოსი მისი უახლოესი თანამოაზრე და ასისტენტი იყო. მათ ერთად იმუშავეს და შედეგად ფამაგუსტის გუნდს კვიპროსსა და ევროპაში დიდი წარმატება მოუტანეს – ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და პირველად კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე გასვლა.

კვიპროსულ გამოცემა “რეპორტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხრისტაკის კასიანოსმა “ანორთოსისზე”, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიაზე ილაპარაკა.

ახლა “ანორთოსისს” აქვს საკუთარი სტილი და სახერომელიც ბოლო წლებში არ ჰქონდაგუნდში სწორედ ეს შეიცვალააქ იციანრა უნდა გააკეთონხოლო მოთამაშეებს ესმითრომ მათ აქვთ სამუშაო და წინა წლების მსგავსი ანარქია აღარ არისეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალიაეს არის გუნდირომელიც ყველაზე კარგ მოთამაშეებზე “ნადირობს” და შინ თუ გარეთ წაგებას არ ეგუებაძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნათუ როგორ შეგიძლია გაიმარჯვოსადაც არ უნდა მონაწილეობდე – ესაა “ანორთოსისი” წელს“, – ამბობს კასიანოსი.

მან “ანორთოსისის” დაცვა და მეკარე გუნდი საუკეთესოდ რგოლებად დაამარცხა: გუნდის თამაში ფეხბურთელებზეა დამოკიდებულიუკანა ხაზის ცენტრში მცველების იდეალური წყვილი თამაშობსხოლო ლორია არის მეკარერომლისგანაც მოდის უსაფრთხოება და სტაბილურობაეს გუნდზე დიდ გავლენას ახდენსთუ ამ თვისებების მქონე მეკარე გყავთ, “ზურგი” მყარია და უფრო თამამად თამაშობთ“.

კასიანოსმა უშუალოდ ქეცბაიას შესახებაც ილაპარაკა: თემური ძალიან შრომისმოყვარეამის თავში მხოლოდ ფეხბურთიამან ძალიან კარგად იცისთუ როგორ უნდა დამუხტოს გუნდი გასახდელშიასევე – მინდორზევფიქრობრომ შარშან ზაფხულში მოყვანილი მოთამაშეებიც კარგად შეარჩიაის ძალისხმევას არ იშურებსწარმატება კი ადვილად არ მოდის“.

* * *

ოთხშაბათს “ანორთოსისმა” კონკურენტ აპოელ-თან გასვლით მატჩში (მე-5 ტურიდან გადმოტანილი) ძალიან საჭირო ქულა (0:0) აიღო და ამ ქულით ოფიციალურად მოხვდა საუკეთესო ექვსეულში. თუმცა რომელ ექვსეულზეა ლაპარაკი, როცა ქართველების გუნდი ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის!..

სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს ვერც ამჯერად დაეხმარა. “ანორთოსისის” პრესსამსახურის უფროსმა, სავას პილაკუტასმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა, როდის დაუბრუნდება მოედანს ქართველი შემტევი.

აპოელ-თან მატჩში ქართველებიდან ძირითადში იყვნენ გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი, რომლებმაც გაფრთხილებები მიიღეს. უცნაური მიზეზის გამო განაცხადში არ ყოფილა ჯანო ანანიძე, რაკი ეს მატჩი მე-5 ტურისა იყო, ანუ მაშინდელი, როცა 27 წლის ნახევარმცველი ჯერ კიდევ “სპარტაკის” ფეხბურთელი გახლდათ…

წინა შეხვედრაში ქეცბაიამ ნიკა კაჭარავა შეცვალა, აპოელ-თან კი საერთაოდ არ ათამაშა. 51 წლის სპეციალისტმა არ დამალა, რომ თანამემამულე ფორვარდით უმაყოფილო იყო:

“არის მატჩები, როცა თამაში არ გამოგდის. ის ახალგაზრდაა, რაღაცას სწავლობს და იმედი მაქვს, შემდეგ თამაშში უკეთესი იქნება. კაჭარავას თამაშით კმაყოფილი არ ვარ”.

წყარო: lelo.ge

SHARE