ანშლაგი ერთი თვით ადრე და დასწრების ქართული რეკორდები

398

საქართველოს ნაკრებს დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში არც ერთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე არ უთამაშია. ამიტომ, მატჩის მიმართ მაყურებლის ინტერესი ბუნებრივია – ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს საქართველოს ეროვნული არასოდეს არ ყოფილა.

ყველამ იცისამ მატჩის მიმართ რამხელა ინტერესიაარა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრებისარამედმთელი საზოგადოების ინტერესს ვგულისხმობერთი თვით ადრე ყველა ბილეთების გაყიდვა ძალიან სასიხარულოადარწმუნებული ვარჩვენს ნაკრებსა და ფეხბურთელებს აქვთ იმის პოტენციალირომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთახლა გუნდსისე როგორც არასდროსსჭირდება ჩვენი ერთიანობა – ფეხბურთელებისმედიისმთელი საზოგადოებისყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მატჩის დღეყველას მივმართავრომ ტრიბუნები თამაშის დაწყებამდე უჩვეულოდ ადრე გავავსოთრათა ნაკრებმა მოედანზე გასვლისთანავე დიდი მხარდაჭერა იგრძნოსაქვე ვიტყვირომ 26 მარტისთვის ფეხბურთის ფედერაცია გუნდისა და გუშემატკივრებისთვის სიურპრიზებს გეგმავს“, – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

ბილეთების ადრეული გაყიდვა აჩვენებს, როგორ უყვართ საქართველოში ფეხბურთი და როგორ მოენატრა ხალხს წარმატება. საქართველოში დასწრების რეკორდი აქამდეც ყოფილა. 2017 წელს, საქართველოსა და ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების შეხვედრას 25 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც ამ ასაკის გუნდების თამაშისთვის უჩვეულო მაჩვენებელია. ეს ფაქტი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გაიხსენა, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაარსებიდან 30 წელი მიულოცა.

* * *

ჩვენ შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტს, რაც მეტყველებს, რომ საქართველო დასწრებით ყოველთვის გამორჩეული იყო. ცხადია, ეს არ ეხება ბოლო წლებს, როცა წარუმატებლობის გამო ხალხმა საკლუბო ფეხბურთს ზურგი აქცია.

რუსული გამოცემა “ბიზნეს-ონლაინის” ცნობით, თბილისის “დინამო” პოსტსაბჭოეთში დასწრებით დღემდე რეკორდსმენია. ინტერნეტ-გამოცემამ ბოლო 50 წელიწადში პოსტსაბჭოეთის ქვეყნების წამყვანი გუნდების საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მაჩვენებლები შემდეგი ცნობარებიდან მოიპოვა – fc-dynamo.ru, transfermarkt. co.uk და european-football-statistics.co.uk.

სწორედ ამაზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ დღემდე საუკეთესო მაჩვენებელი თბილისის “დინამოს” გააჩნია: 1977 წელს, თბილისის “დინამოს” თამაშებზე საშუალოდ 68 200 მაყურებელი დადიოდა, რაც ბოლო 50 წელიწადში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საუკეთესო მაჩვენებელია.

თბილისის “დინამო” მუდმივად გამორჩეულებში იყო და საუკეთესო დასწრება სულ 10 სეზონში ჰქონდა. თბილისის სტადიონის ტევადობა 78 ათასი იყო, ხოლო შევსების პროცენტული მაჩვენებელი – 87,4. სინამდვილეში, მაშინ “დინამოს” სტადიონზე 74 432 ადგილი იყო და აქედან გამომდინარე, შევსების პროცენტული მაჩვენებელი 91,6 პროცენტი გახლდათ.

1977 წელს თბილისში ანშლაგი 4-ჯერ დაფიქსირდა: ყველაზე მეტი მაყურებელი “დინამო”-“ინტერის” შეხვედრაზე მოვიდა (90 000), 80-80-ათასიანი აუდიტორია შეკრიბა მატჩებმა მოსკოვის “ტორპედოსთან”, “კოპენჰაგენთან”, ერევნის “არარატთან”, კიევის “დინამოსთან” და “გრასჰოპერსთან”, ყველაზე ცოტა ხალხი ოდესის “ჩერნომორეცთან” (55 000) მივიდა, ასევე ლვოვის “კარპატისთან” და ვოროშილოვოგრადის (დღევანდელი ლუგანსკი) “ზარიასთან” – 60 000 ათასი.

მხოლოდ ერთხელ მოხდა ჩავარდნა – 1983 წელს, როცა დასწრება საგრძნობლად დაეცა, რადგან აღარ იყო ძველი გუნდი, დაიწყო თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესში და ერთ დროს ძლევამოსილი “დინამო” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა…

“დინამოს” მიღწევა 1977 წლის შედეგით არ მთავრდება: თბილისურ კლუბს 20 საუკეთესო მაჩვენებლიდან 7 ეკუთვნის – ზემოთ დასახელებულის გარდა, “დინამო” მაყურებლების დასწრებთ ლიდერობდა 1978, 1979, 1980, 1981, 1984 და 1985 წლებში.

სულ თბილისის “დინამომ” 1968 წლიდან საუკეთესო შედეგი რამდენიმე სეზონში აჩვენა – 1976 წლიდან 1982 წლამდე ზედიზედ 7 სეზონში (1976, 1977, 1978, 1979, 1980, 1981, 1982), რაც ასევე რეკორდია, ასევე 1984, 1985 და 1986 წლებში. ანუ სულ 50 წელიწადში საუკეთესო მაჩვენებელი 10-ჯერ გვქონდა, ანუ საქართველო ყოველ მეხუთე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებდა.

1985 წელს უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა: ყველაზე დასწრებადი გუნდების სამეულში ორი ქართული გუნდი მოხვდა – პირველზე თბილისის “დინამო” იყო (საშუალოდ, 54 429 მაყურებელი), მეორეზე კიევის “დინამო” (35 918) ხოლო მესამეზე – ქუთაისის “ტორპედო” (26 659). არათუ თბილისის “დინამო”, ქუთაისელებიც კი უფრო დიდ აუდიტორიას იზიდავდნენ, ვიდრე… მოსკოვის “სპარტაკი” (25 159), ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) “ზენიტი”(24 882), დონეცკის “შახტიორი” (21 688), აღარაფერს ვამბობთ ალმა-ათის “ქაირათსა” (16 424) და ბაქოს “ნეფთჩიზე” (11 388).

1981 წელს “დინამო” მაყურებლის დასწრებით მსოფლიოში მე-4 ადგილზე იყო – საშუალოდ, თამაშს 63 858 ადამიანი ესწრებოდა. გუნდი მხოლოდ “ბარსელონას”, “ნაპოლისა” და “რეალს” ჩამორჩებოდა. პირველზე იყო “ბარსელონა” (100 834), მეორეზე – “ნაპოლი” (77 457), ხოლო მესამეზე მადრიდის “რეალი” (70 101). მაგალითისთვის – ამ დროს “მანჩესტერ იუნაიტედის” მაჩვენებელი გახლდათ 45 074, “ლივერპულის” – 35 854, ხოლო მიუნხენის “ბაიერნის” – 32 470. sports.ru-ს ცნობით, 1977 წელს მესამეზე ვიყავით. სამწუხაროდ, 1981 წლის მონაცემები არ გაგვაჩნია, სადაც იგივე შედეგი დავაფიქსირეთ.

ქვეყანა, სადაც ფეხბურთი ასე უყვარდათ, მას ვერ და არ დაივიწყებს – ერთი წარმატება ხალხს ისევ დააბრუნებს ტრიბუნაზე!..

წყარო: lelo.ge

SHARE