არაბული ტელეარხი: რუსეთი 2022 წლის მუნდიალიდან მოხსნილია!

322

არაბულმა ტელეარხმა BeIN Sport-მა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს, – ასეთი ცნობა გაუგზავნა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთის საფეხბურთო კავშირს.

ცოტა ხნის წინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მუნდიალის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ითამაშებდა, ოღონდ, არ ექნებოდა სიმბოლიკის (დროშა, ჰიმნი) გამოყენების უფლება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს WADA-მ რუსეთს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებზე, თუმცა აქამდე ღიად რჩებოდა 2022 წლის მუნდიალის საკითხი. როგორც ჩანს, ანტისადოპინგო სააგენტომ აკრძალვა ფეხბურთზეც გაავრცელა.

დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას…

წყარო: lelo.ge

SHARE