არგენტინელებმა სუპერ რაგბის ფინალისთვის, ახალ ზელანდიაში 28 მორაგბე იახლეს

496

“ხაგუარესის” მთავარმა მწვრთნელმა გონსალო კესადამ, იმ 28 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც გუნდთან ერთად ახალ ზელანდიაში, სუპერ რაგბის ფინალში სათამაშოდ გაემგზავრებიან.

არგენტინელთა რიგებში რაიმე სერიოზული ცვლილება არ მომხდარა და სავარაუდოდ, ფინალში კვლავ ის შემადგენლობა იქნება წარდგენილი, რომელთაც ნახევარფინალში “ბრამბიზი” 39:7 გაანადგურეს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ რამირო მოიანო, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა, ძირითადში ვიხილოთ.

“ხაგუარესს” კვლავ ტრავმირებული ჰყავს, ცხრა ნომრები გონსალო ბერტრანუ და მარტინ ლანდახო, ფრთა ბატისტა დელგი და შუამარბი სანტიაგო იგლესიას გონსალესი.

არგენტინელთა განაცხადი

არგენტინელებმა სუპერ რაგბის ფინალისთვის, ახალ ზელანდიაში 28 მორაგბე იახლეს

სუპერ რაგბის ფინალი 6 ივლისს, ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში გაიმართება, სადაც “კრუსეიდერსი” “ხაგუარესს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროის 11:35 საათზე დაიწყება.

არგენტინელები სუპერ რაგბის ფინალში პირველად არიან, ხოლო “ჯვაროსნები” ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, 1998-2000 წლებში დამყარებულ საკუთარ რეკორდს გაიმეორებენ ანუ ზედიზედ მესამედ იჩემპიონებენ, ტიტულს კი მთლიანობაში მეათედ მოიგებენ.

წყარო: goal.ge

SHARE