ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდეთ ერთი ოქროსა და ბრინჯაოს მედალი გვაქვს – ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ატაცში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, 172/177/181 კგ აიტაცა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
ასევე ბრწყინვალე იყო პლესნოი აკვრაში, მან აქაც სამივე მისვლა (203/209/ 213) გამოიყენა და მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 394 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო!
ამასთან ერთად, პლესნოიმ ევროპის 23-წლამდელთა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა!
წყარო: lelo.ge