არის ოქრო და ბრინჯაო! ანტონ პლესნოიმ საქართველო ასახელა

452

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდეთ ერთი ოქროსა და ბრინჯაოს მედალი გვაქვს – ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ატაცში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, 172/177/181 კგ აიტაცა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა!

ასევე ბრწყინვალე იყო პლესნოი აკვრაში, მან აქაც სამივე მისვლა (203/209/ 213) გამოიყენა და მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 394 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო!

ამასთან ერთად, პლესნოიმ ევროპის 23-წლამდელთა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა!

წყარო: lelo.ge

SHARE