არსენ ვენგერი: მზად ვარ, ბაიერნი ჩავიბარო!

273

“არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზად არის, “ბაიერნი” ჩაიბაროს. ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა ეს თავად განუცხადა გერმანულ “ბილდს”:

“ჩემთვის” ძალიან საინტერესოა “ბაიერნში” მუშაობა. საერთოდ, მწვრთნელობა მთელი ჩემი ცხოვრებაა. ნებისმიერი სპეციალისტი, ვისაც ჰკითხავთ, ასე გიპასუხებთ. “არსენალიდან” წასვლის შემდეგ ძალიან მომენტრა ფეხბურთი…

მოვიგო თამაშები, მოვამზადო გუნდი და მივიღო სიამოვნება ამ პროცესისგან – ეს არის ის, რაც ახლა ნამდვილად მაკლია. 33 წლისამ დავიწყე მუშაობა მწვრთნელად და 69 წლამდე არ დამისვენია, თან ამ დონეზე”, – ამბობს ვენგერი, რომელმაც “არსენალში” 22 წელი იმუშავა.

“ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვა ნიკო კოვაჩი, რომლის ასისტენტი ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენურ გრანდს უახლოეს ორ მატჩში დამოძღვრავს. მერე კი “რეკორდმაისტერს” სრულუფლებიანი დამრიგებელი ეყოლება.

ვენგერი ადრეც განიხილებოდა კოვაჩის ერთ-ერთ ალტერნატივად. ამას გარდა, ლაპარაკია ჟოზე მოურინიოზე, თომას ტუხელსა და მასიმილიანო ალეგრიზე.

წყარო: sportall.ge
SHARE