არსენ ვენგერი: სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ მესის „არსენალში“ გადმოყვანა დაჟინებით რომ არ მოვითხოვე

315
არსენ ვენგერმა beIN Sports-თან საუბარში აღნიშნა, რომ “არსენალს” ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმება 2003 წელს შეეძლო, ახლა კი ფრანგი მწვრთნელი ნანობს, რომ ძალიან არ მოინდომა მესის გუნდში მიყვანა. იმ წელს “მეთფეებმა” კატალონიური კლუბიდან სესკ ფაბრეგასი გადაიყვანეს.

 

“ცხოვებაში ადამიანებს სინანულთან ერთად ცხოვრება გვიწევს. მხოლოდ ერთი შეუსრულებელი საქმე და ის ჩვენი ნაწილი ხდება.

 

ჩვენ მაშინ განვიხილავდით მესის გადმოყვანას, როცა ფაბრეგასი ვიყიდეთ. მესი მასთან ერთად თამაშობდა. ზოგჯერ ხვდები, რამდენად ფანტასტიკური ახალგაზრდული გუნდები შეიძლება გყვადეს, როცა ისეთი კლუბი ხარ, როგორიც “ბარსელონაა”.

 

ერთ გუნდში იყვნენ მესი, პიკე და ფაბრეგასი. პიკე და ფაბრეგასი ინგლისში წამოვიდნენ, მესი ესპანეთში დარჩა. ჩვენ არგენტინელის ტრანსფერი მოგვიანებითაც გვინდოდა, თუმცა უკვე ხელშეუხებელი იყო,”- აღნიშნა ფრანგმა მწვრთნელმა.

 

სესკ ფაბრეგასი “არსენალის” რიგებში 2003-2011 წლებში თამაშობდა. შემდეგ კი ისევ “ბარსელონაში” დაბრუნდა და კატალონიურ გრანდში 3 სეზონი გაატარა. მესი კი, …
წყარო: sportall.ge
SHARE