ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა, თუ რა შემოთავაზებები ჰქონდა, როცა “მეთოფეებს” წვრთნიდა.
“ამ წლების განმავლობაში “რეალი” მიწვევდა ორჯერ, ერთხელ “იუვენტუსი”, პსჟ, ინგლისის და ასევე, საფრანგეთის ნაკრებები, მაგრამ “არსენალის” ერთგული ვიყავი, ასე იყო სწორი.
მართალია, “ჩელსიში”, “მანჩესტერ სიტიში” ერთდროულად დიდი ფული ჩაიდო, ასეთ ფინანსებთან კონკურენცია ერთგვარი აბსურდია, თუმცა, ასე ვთქვათ, ნიშნულს მაინც ვიჭერდით. მწვრთნელის სამუშაოც ხომ ეს არის, რომ მინიმალური შესაძლებლობებიდან მაქსიმალურ შედეგს აღწევს. რა თქმა უნდა, ფული თითქმის ყველაფერს წყვეტს. აიღეთ ნებისმიერი ჩემპიონატი, რეიტინგის სათავეში ყოველთვის ყველაზე მდიდარი კლუბებია”, – ციტირებს ვენგერს გამოცემა Meduza.
ვენგერი “არსენალს” 1996-დან 2008 წლამდე წვრთნიდა. ამ პერიოდში “არსენალი” სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, თასი და ინგლისის სუპერთასი კი 7-ჯერ მოიგო.
წყარო: sportall.ge