ასრულებს თუ არა ხაბიბი კარიერას? – დაღესტნელის მენეჯერის კომენტარი

443

როგორც მოგეხსენებათ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერას ასრულებს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა დაღესტნელი მებრძოლის აგენტი, ალი აბდელ-აზიზი, რომელიც ამავდროულად ჯასტინ გეიჯის წარმომადგენელიც არის:

“რუსული პრესა წერს, რომ ნურმაგომედოვი კარიერას ასრულებს, ეს ტყუილია. მისი სპორტიდან წასვლა ჯერჯერობით ნაადრევია.

უბრალოდ პატივი ეცით ხაბიბის მამის სულს და შეწყვიტეთ ყალბი ინფორმაციის გავრცელება”, – განაცხადა ეგვიპტელმა აგენტმა.

წყარო: goal.ge

SHARE