ახალი კონტრაქტი და თანამდებობა ნაკრებში

509

ტაშკენტის “ფახთაქორი” გუნდის ქართველ მწვრთნელ შოთა არველაძეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ამის თაობაზე განცხადება კლუბის გენერალურმა დირექტორმა დმიტრი ვადისმანმა გააკეთა.

მისი თქმით, ორწლინახევრის განმავლობაში შოთამ კლუბში წარმატებით იმუშავა და “ფახთაქორის” ხელმძღვანელობას დიდი იმედი აქვს, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ამასთან, ვადისმანის თქმით, თუ არველაძე უზბეკეთში დარჩება, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვადიმ აბრამოვის მთავარი კონსულტანტი იქნება და ეს უზბეკურ ფეხბურთსაც წაადგება, რადგან შოთა კარგად იცნობს იქაური ფეხბურთის თავისებურებებს.

შოთას დიდებული სეზონი გამოუვიდა: მისი ხელმძღვანელობით “ფახთაქორმა” ჩემპიონობა ფინიშამდე 6 ტურით ადრე გაინაღდა და გავიდა თასის ფინალში, რაც იმას ნიშნავს, რომ დუბლის მოგების შანსიც აქვს.

წყარო: lelo.ge

SHARE