„ბარსელონაში და გერმანიაში არ დავბრუნდები“, – გვარდიოლამ მიზეზიც დაასახელა

408

პეპ გვარდიოლამ ყოფილ გუნდებში დაბრუნება გამორიცხა.

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას გერმანიაში ან „ბარსელონაში“ მუშაობის სურვილი არ გააჩნია.

„სიტიში ყველაფერი გამაჩნია, რაც მჭირდება. შინ, ანუ ესპანეთში მუშაობა გაცილებით რთულია, რადგან ემოციები ზედმეტად დიდია, პრესკონფერენციები კი – რთული.

აქ ყველაფერი მაქვს და შემიძლია გავაკეთო ის, რასაც მოვისურვებ. ბარსელონაში ან გერმანიაში არ დავბრუნდები. სად მომეცება კიდევ ისეთი საშუალება, რომ პრემიერ ლიგის დონის ჩემპიონატში ვიმუშავო?“

 

წყარო: Goal.com.

SHARE