ბეილის აგენტი იტალიაშია – სად შეიძლება ვიხილოთ უელსელი?

362

„რეალის” თავდამსხმელი, გარეტ ბეილი “ინტერში” გადასვლასთანაა ახლოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა AS წერს, უელსელის აგენტი, ჯონათან ბარნეტი “ნერაძურის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გასამართად იტალიაში ჩავიდა.

მიუხედავად ამისა, თავად ბარნეტი “ინტერის” წარმომადგენლებთან შეხვედრას უარყოფს.

ბეილს “რეალთან” მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

გასულ სეზონში გარეტმა “ბლანკოსის” რიგებში 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

წყარო: gola.ge

SHARE