ბითაძის ამერიკელი კონკურენტი ქართველ ცენტრზე: გოგამ კალათბურთი ჩემზე უკეთ იცის…

522

გოგა ბითაძეს “ინდიანაში” ცენტრის პოზიციაზე სერიოზული კონკურენტი ჰყავს – მაილზ ტერნერი, რომელიც 23 წლისაა და უკვე მაღალი დონის კალათბურთელია.

მაილზი კარგი პიროვნებაც ყოფილა, გოგა ბითაძეზე რომ ჰკითხეს, რასაც ფიქრობდა, ის თქვა:

– გოგამ კალათბურთი ჩემზე უკეთესად იცის, ვიდრე მე NBA-ში რომ მოვედი. არ ვიცოდი, როგორ მოძრაობდა დაცვა, არ ვიცოდი რა მეკეთებინა… მხოლოდ ბურთის ჩაგდება შემეძლო. ეს იყო ჩემი პლუსი. გოგა ბითაძეს ყველა საკალათბურთო კომპონენტი ესმის, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციასთან ადაპტაციას გაუადვილებს.

წყარო: lelo.ge

SHARE