„ბოდიშები რომ მიხადონ, ლას-ვეგასში არ ვიჩხუბებ“ – ხაბიბის და ფერგიუსონის – ბრძოლის სავარაუდო დრო და ადგილი

559

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, შემდგომი ბრძოლის ლას-ვეგასში გამართვა იუარა.

„ლას-ვეგასში ნამდვილად არ ვიჩხუბებ. ბოდიშებიც რომ მიხადონ, საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ იქ არ ვიჩხუბებთ.

მოვნახეთ ადგილი და დიდი ალბათობით, დაპირისპირება აპრილის თვეში, ბრუკლინში გაიმართება.” – აღნიშნა ხაბიბმა.

აქამდე ნურმაგომედოვი აცხადებდა, რომ ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის ლას-ვეგასში ჩატარებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ნევადის შტატის ათლეტური კომისია მას ბოდიშს მოუხდის იმ ჯარიმის გამო, რომელიც კონორ მაკგრეგორთან შეხლა-შემოხლის გამო გამოუწერა.

წყარო: goal.ge

SHARE