ბოლქვაძემ პორტუგალიაში მოგებით დაიწყო

502

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ გამარჯვებით გახსნა პორტუგალიურ კორუა-სექსაიში დაწყებული საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქვაძემა და ლატვიელმა დიანა მარცინკევიჩამ, რომელთაც მე-4 განთესვა გააჩნიათ, მერვედფინალში პორტუგალიელი სარა ლანჩა და ლიტველი იუსტინა მიკულსკიტე 6:4, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
თუ ვინ იქნება ქართულ-ლატვიური დუეტის მომდევნო მეტოქე, საღამოს გაირკვევა.
მარიამი ხვალ ჩაატარებს ერთეულთა ბადის სასტარტო შეხვედრას. მე-2 ნომრად მიჩნეული ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ მარინა ბასოლს რიბერას გაეჯიბრება.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE