„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ფიჯისთან – მილტონ ჰეიგმა 11 ცვლილება განახორციელა

447
საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მეტოქე ფიჯის ნაკრებია, რომლის სიძლიერეზე ახლა არ შევჩერდებით.

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ურუგვაისთან მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განახორციელა. ჰეიგის არჩევანი გასაგებია. მრისხანე მეტოქესთან ის, ძირითადად, გამოცდილ მორაგბეებს დაეყრდნო.

ფიჯისთან “ბორჯღალოსნებს” ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. ის ცენტრში დავით კაჭარავასთან ერთად ითამაშებს. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად მიმდინარე მსოფლიო თასზე,

თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჟამად ფულბეკის პოზიციას ისევ სოსო მათიაშვილი დაიკავებს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე. ის ისევ გარემარბად ითამაშებს. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ურუგვაის დალელოვება შეძლო.

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილიშალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძეგურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა, მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

 

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.
ფიჯის ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოსუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი. 1. კემპესე მააფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო
მარქაფა: 16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპისალომე რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯალე ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი
წყარო: sportall.ge
SHARE