(ვიდეო) ბორჯღალოსნები. დიდი შემოტრიელება და მოგება მსოფლიოს თასისკენ მიმავალ გზაზე

576

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასისკენ მიმავალ გზაზე ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. აგვისტოს ტესტების პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა სამხრეთაფრიკული “საუზერნ კინგსი” 24:20 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო სანახავი გამოდგა. თავად განსაჯეთ: “ბორჯღალოსნებმა” პირველი ტაიმი 5:17 დათმეს, რის შემდეგაც მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სწორი დასკვნები გამოიტანა, გუნდმა თამაში გამოასწორა და შედეგიც დადებითი მივიღეთ.

წყარო: lelo.ge

SHARE