ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ

443

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუმინეთს 41:13 მოუგო და რაგბი ევროპის გათამაშებას ლიდერობს.

ამ გამარჯვების წყალობით, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდნენ.

რუმინეთთან მოგება რეიტინგში 0.36 ქულით შეფასდა და საქართველოს ნაკრებს 71.62 ქულა მოუგროვდა.

შედეგად, ლევან მაისაშვილის გუნდმა კლასიფიკაციაში ტონგას ეროვნულ ნაკრებს გადაასწრო და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

სავარაუდოა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველო მე-12 ადგილამდე აღზევდება, რადგანაც იტალიის ნაკრები 6 ერში ისევ სუსტად გამოიყურება.

წყარო: popsport.ge

SHARE