ბორჯღალოსნებმა ფიჯისთან ტესტ მატჩი დაგეგმეს

454

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წელს კიდევ ერთ ტესტ მატჩს გამართავს. ივლისში, სამხრეთ აფრიკასა და ნოემბერში, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” მორიგ სერიოზულ მეტოქეს – ფიჯის დაუპირისპირდებიან.

არაოფიციალური წყაროს თანახმად, შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება. ამჟამად უცნობია, თუ სად შეერკინება ლევან მაისაშვილის გუნდი ფიჯის. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია საქართველოს რაგბის კავშირს.

წყარო: live.ge

SHARE