ბრაზილიის მწვრთნელი: „როგორ შევაჩეროთ მესი?”

455

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ არგენტინასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:

“არგენტინა მხოლოდ კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა არ არის, ეს ნაკრები ტაქტიკურად გაიზარდა.

რაც შეეხება მესის, ლეოს შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ მისი გავლენა თამაშზე, მაგრამ ლიონელის გამოთიშვა, წარმოუდგენელია.”

შეგახსენებთ, რომ “სელესაო” “ალბისელესტეს” ხვალ, თბილისის დროით 04:30-ზე დაუპირისპირდება.

წყარო: goal.ge
SHARE