ბრინჯაოს მედალი კრივში

530

საქართველოს დელეგაციამ მეორე ევროპულ თამაშებზე მორიგი, 25-ე მედალი მოიპოვა. კრივში 60 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში წარუმატებლად იასპარეზა ოთარ ერანოსიანმა, მაგრამ ეს ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.

ნახევარფინალში ქართველი მოკრივის მეტოქე რუსი გაბილ მამედოვი გახლდათ, რომელთაც 0:5 დამარცხდა. სამი რაუნდის საბოლოო შედეგებით ხუთივე მსაჯმა უპირატესობა რუს სპორტსმენს მიანიჭა (30:27, 29:28, 29:28, 29:28, 29:28) და ჩვენებური ფინალს მიღმა დარჩა.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, რადგან კრივში ნახევარფინალისტობა პრიზიორობას ავტომატურად ნიშნავს.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე 49 კგ წონით კატეგორიაში ასევე ნახევარფინალური დაპირისპირება ელოდება სახილ ალახვერდოვს, რომლის მეტოქე იტალიელი ფედერიკო სერა იქნება.

საქართველოს მონაგარი კი მინსკში ამ დროისთვის 25 მედალია – 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE