ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი – თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით

390

“ბავშვობაში იტან გოლებს, შემდეგ სულელდები და მეკარე ხდები.” – ჯანლუიჯი ბუფონი. იტალიელს აზროვნებასთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს ჰქონია, თუმცა რამდენიმე გადაწყვეტილების გამო, ჯიჯი რეალურად გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერია ფეხბურთის ისტორიაში, რომლის გზა სათავეს 90-იანების შუა პერიოდიდან იღებს. აპენინელის უნარ-ჩვევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ გამოვყოფთ ერთს, რომელიც 41 წლის კიპერს უზუსტესად შეეფერება: გამოცდილება.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზიბუფონის ქამბექი “ბებერი ქალბატონის” მკლავებში სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა მოახდინა. ჯიჯის კარიერის დასრულებისკენ არ მოუწოდებს მხოლოდ ზარმაცი და მისი მარშრუტი ტურინი-პარიზი და პირიქით, ბევრისთვის გამაღიზიანებელიც კი გამოდგა.

ერთი წლის წინ, იტალიელს რეალურად არ უნდოდა სპორტიდან წასვლა და მისი გაგება შეიძლებოდა. პირველად 2001 წლის შემდეგ, ჯანლუიჯი “ბიანკონერის” გარეთ აღმოჩნდა და მას დაუკავშირდნენ პერსპექტიული პროექტიდან სახელად “პსჟ”. ახალი გარემო ჩემპიონთა ლიგის მოგების პერსპექტივით? რატომაც არა.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზიგანვლილმა სეზონმა გვაჩვენა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მასშტაბური წარმატებისთვის ჯერ კიდევ არ მომწიფებულა, “ლურჯ-წითლების” მეკარე კი რბილად რომ ვთქვათ, უკვე ასაკში იყო და აქ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყარაულის თოფი არაფერ შუაშია.

აპენინელის საჩემპიონო ზღაპარი დასრულდა, დიახ, 41 წლის კარის დარაჯი “შავ-თეთრებში” ყოველგვარი ზედმეტი ამბიციების გარეშე ბრუნდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბუფონმა თავიდანვე უარი თქვა 1 ნომერზე, კაპიტნის სამკლაურსა და ადგილზე სასტარტოში.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზიმაურიციო სარის გუნდს არ სჭირდება ჯიჯის ხელები, დღევანდელ “იუვენტუსში” უფრო დაფასდება იტალიელის გამოცდილება, მენტალიტეტი და ლიდერის თვისებები, უბრალოდ ეს ყველაფერი გასახდელში და არა მოედანზე. უხეშად რომ ვთქვათ, პიროვნება, რომელიც რთულ მომენტში გუნდს დაქოქავს.

“ბებერ ქალბატონს” კრიშტიანუ რონალდუს სახით თავისი ალფა უკვე ჰყავს. მტკიცე ხასიათით აგრეთვე გამოირჩევიან კიელინი, ბონუჩი და მანჯუკიჩი, მაგრამ ჯანლუიჯი მაინც სხვა მოვლენაა, ის თავად არის “ბიანკონერი”.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი“შავ-თეთრების” მეკარე იქნება ერთგვარი შემაკავშირებელი ჯაჭვი მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. დიახ, სარი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მიდგომებითა და კომუნიკაბელურობით, ამიტომ, ზედმეტი კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად, იტალიელის აზრებს მოთამაშეებს ბუფონი გაანდობს.

ჯიჯის მიმართ “იუვენტუსში” ყველა დადებითად არის განწყობილი, მაურიციოს კი ტურინული პუბლიკის ნდობის მოპოვება სჭირდება, ყველაფერი ნათელია. ამასთან ერთად, ჯანლუიჯის ფეხბურთელობა არავის გაუუქმებია, ასე რომ “ბებერი ქალბატონის” ჩემპიონთა ლიგის ნანატრი მოგების შემთხვევაში, თასს ვეტერანი კიპერიც აწევს.

თანაშემწე მეკარის ხელთათმანებით - ბუფონის დაბრუნების რეალური მიზეზი“ბიანკონერიში” ამის წინაპირობა ნამდვილად არსებობს. თითქმის იდეალურად დაკომპლექტებული შემადგენლობა, რომელიც მომავალ სეზონში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. “შავ-თეთრებმა” უკვე დაიმატეს რაბიო და რემსი, წინ, პოგბას, იკარდისა და დე ლიგტის შესაძლო ტრანსფერებია, ეფექტურია.

იმ შემთხვევაში, თუ სარი დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს, მისი გუნდის გამჩერებელი არავინ იქნება, პაულო დიბალას ათამაშებით, მითუმეტეს. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ბუფონი თავის ახალ მენტორს ყველაფერში დაეხმარება, მათ შორის ვარსკვლავების მორჯულებაში. დიახ, ჯიჯის ეს არ გაუჭირდება.

წყარო: goal.ge
SHARE