…გა­ვი­დეთ და ბურ­თი თავ­ზე და­ვა­ხი­ო­თო!.. რო­გორ და­მუხ­ტა ზურიკო და­ვი­თაშ­ვილ­მა 19-წლამ­დე­ლე­ბი

320

სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ელიტ­რა­უნ­დ­შია. ლე­ლომ” ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­­ვა თბი­ლი­სის “ლო­კო­მო­ტი­ვის” თავ­დამ­­­მელ გი­ორ­გი იაკო­ბი­ძე­სა და “სა­ბურ­თა­ლოს” შემ­ტევს გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვილსრომ­ლებ­მაც 2-2 გო­ლი გა­­ტა­ნესისე­ვე, რო­გორც ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მაისი­ნი შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს გა­იხ­სე­ნეს

გა­მოჩ­ნ­და, რომ და­ვი­თაშ­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლი ლი­დე­რია

თურ­მერო­გო­რი ვნე­ბე­ბი ბო­ბოქ­რობ­და ქარ­­ვე­ლი ახალ­გაზ­­დე­ბის გუ­ლებ­ში – ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი იაკო­ბი­ძის ინ­ტერ­ვი­­დან შე­იტყობთთბი­ლი­სის “ლო­კო­მო­ტი­ვის” თავ­დამ­­­მე­ლი უნ­­რეთ­ში გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს

– ძა­ლი­ან რთულ ჯგუფ­ში მოვ­ხ­ვ­დით, სა­დაც პირ­ველ ად­გილ­ზე გას­ვ­ლა კი არა, შემ­დეგ ეტაპ­ზე მოხ­ვედ­რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჩან­და. მას­პინ­ძე­ლი უნ­გ­რე­თი და გან­სა­კუთ­რე­ბით ხორ­ვა­ტია ძლი­ე­რი ნაკ­რე­ბე­ბი იყ­ვ­ნენ. მაგ­რამ ჩვენს გუნ­დ­ში ისე­თი კარ­გი გა­რე­მო იყო, მწვრთნე­ლებ­მა ისე იმუ­შა­ვეს და თა­ვად ბი­ჭე­ბი საქ­მეს ისე მი­უდ­გ­ნენ, პირ­ველ­ზე გა­ვე­დით – ყვე­ლამ აღი­ა­რა, რომ ეს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, იღ­ბა­ლიც ჩვენ­ს­კენ იყო – პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში უნ­გ­რე­ლებს მო­თა­მა­შე გა­უგ­დეს.

– ხორ­ვა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა გა­ვიხ­სე­ნოთმათ ყო­ველ­­ვის ძლი­­რი თა­­ბე­ბი ეზ­­დე­ბათ და რის ხარ­­ზე მო­­გეთ?

– აქ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა იმოქ­მე­და. პირ­ვე­ლი ის, რომ მე­ო­რე ად­გი­ლით ელიტ­რა­უნ­დ­ში კი გა­ვი­დო­დით, მაგ­რამ ძლი­ერ გუნ­დებს შევ­ხ­დე­ბო­დით, პირ­ვე­ლო­ბით კი შე­და­რე­ბით სუსტ ჯგუფ­ში მოხ­ვედ­რის იმე­დი გვექ­ნე­ბო­და და რა თქმა უნ­და, ეს დი­დი სტი­მუ­ლი იყო. ჩვენ­მა მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, რა­მაზ სვა­ნა­ძემ, თა­მა­ში წი­ნას­წარ ისე გაგ­ვირ­ჩია, მე­ტო­ქე ძა­ლი­ან კარ­გად შე­ვის­წავ­ლეთ. ხორ­ვა­ტე­ბის ყვე­ლა პლუს-მი­ნუ­სი ვი­ცო­დით და ვცდი­ლობ­დით, რომ მათ­თ­ვის პლუ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მიგ­ვე­ცა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­და. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა თა­მა­შამ­დე ზუ­კა და­ვი­თაშ­ვი­ლის სიტყ­ვებ­მა მო­ახ­დი­ნა.

– და­ვი­თაშ­ვი­ლის?

– დი­ახ, ბი­ჭებს ისე მოგ­ვ­მარ­თა, ყვე­ლა მაგ­რად დაგ­ვ­ქო­ქა. სას­ტუმ­რო­ში ყვე­ლა ნაკ­რე­ბი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, მე­ტო­ქე­ებს ყო­ველ­დღე ვხვდე­ბო­დით და ასეთ დროს, ერ­თ­მა­ნეთს ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს ლიფ­ტ­ში ელო­დე­ბა, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ვე­სალ­მე­ბით ხოლ­მე და მოკ­ლედ, მე­გობ­რუ­ლად ვიქ­ცე­ვით. ერ­თა­დერ­თი ხორ­ვა­ტია იყო, რომ­ლის ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ძა­ლი­ან თავ­ში ავარ­დ­ნი­ლი ჰქონ­დათ, რომ მსოფ­ლი­ოს ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნის ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ.  8 თუ 9 ფეხ­ბურ­თე­ლი ზაგ­რე­ბის “დი­ნა­მო­დან” იყო და 2 მათ­გა­ნი გუნ­დის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­მა­შობს. არა­ვის ესალ­მე­ბოდ­ნენ. ლიფ­ტ­ში ორი კა­ცი რომ შე­დი­ო­და და ორი ქარ­თ­ვე­ლი მივ­დი­ო­დით, პრინ­ცი­პუ­ლად არ გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ. ამან მთელ ჩვენს გუნ­დ­ზე იმოქ­მე­და. ზუ­კამ თა­მა­შამ­დე გვითხ­რა – ჯერ იმი­ტომ, რომ ჩვენს უკან სა­ქარ­თ­ვე­ლოა, მაგ­რად უნ­და ვი­თა­მა­შო­თო. მე­ო­რეც, ელიტ­რა­უნ­დ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გას­ვ­ლით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვედ­რას გა­ვი­ად­ვი­ლებთ და მე­სა­მე – ხომ გვინ­და რომ დაგ­ვა­ფა­სონ და  ზე­მო­დან არ შეგ­ვ­ხე­დონ, ჰო­და, გა­ვი­დეთ და ბურ­თი თავ­ზე და­ვა­ხი­ო­თო. და­ვა­ხი­ეთ კი­დეც. გა­მოჩ­ნ­და, რომ ზუ­კა ჩვე­ნი გუნ­დის ნამ­დ­ვი­ლი ლი­დე­რია.

– ხორ­ვა­ტებ­მა თა­მა­შის შემ­დეგ ხე­ლი ჩა­მო­გარ­­ვეს?

– ესეც არ იკად­რეს, მაგ­რამ ჩვე­ნი ხომ მა­ინც და­ვუმ­ტ­კი­ცეთ და ამა­ზე აღარ გვი­დარ­დია.

– ასე­თი შე­დე­გის შემ­დეგ ელიტ რა­უნ­­ში თქვენ­გან ყვე­ლა ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბულ გა­მოს­­ლას ელის

– ჩვენც ამის იმე­დად ვართ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი გუნ­დი ვართ და ამა­შია ჩვე­ნი ძა­ლა. ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გვყავს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი დიდ ფეხ­ბურთს ითა­მა­შებს და ნაკ­რე­ბიც ბევრს მი­აღ­წევს.

–  ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის კა­რი­­რა მსგავ­სი ტურ­ნი­რე­ბით იწყე­ბატურ­ნირს ბევ­რი სკა­­ტი და­ეს­­რე­ბო­და.

– ჩვენც ვი­ცო­დით, რომ ბევ­რი სელ­ქ­ცი­ო­ნე­რი ჩა­მო­ვი­და. სა­მი­დან სა­მი თა­მა­ში მო­ვი­გეთ, რაც გუნ­დის სა­ხე­ლის­თ­ვი­საც კარ­გი ამ­ბა­ვია და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მო­მა­ვალ­საც წა­ად­გე­ბა. ასეთ თა­მა­შებს ყუ­რადღე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვე­ბენ და იმე­დია, ევ­რო­პა­ში ბევ­რი ჩვენ­გა­ნი წა­ვა. მაგ­რამ მთა­ვა­რი სხვა რა­მაა. სვა­ნა­ძემ ტურ­ნი­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გე მარ­თა­ლი გვითხ­რა – თქვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ლა­მა­ზი ფურ­ცე­ლი ჩა­წე­რეთ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვ­ლით კი ის­ტო­რი­ა­ში შეხ­ვალ­თო. ეს ყვე­ლა­ზე დი­დი სტი­მუ­ლია.

გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლი: ჩვე­ნი მი­ზა­ნი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შია

სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლი 15 წლი­დან ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში თა­მა­შობს და ყველ­გან თა­ვის წილ გო­ლებს იტანს. “სა­ბურ­თა­ლოს” თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ში უნ­გ­რე­ლებ­თან გო­ლი სა­ჭი­რო დროს გა­ი­ტა­ნა – მე­ო­რე ტა­ი­მის 62-ე წუთ­ზე, რო­დე­საც ან­გა­რი­ში 1:1 იყო. ამ გოლ­მა უნ­გ­რე­ლე­ბის გა­ტეხ­ვა­ში დიდ რო­ი­ლი ითა­მა­მა­შა. მე­ო­რედ კი ხორ­ვა­ტებ­თან პრინ­ცი­პულ შეხ­ვედ­რა­ში მე-8 წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა და ჩვე­ნი 19-წლამ­დე­ლე­ბი და­ა­წი­ნა­უ­რა:

– გუნ­დ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ითა­მა­შა და ცალ­კე ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელ­მაც მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ავ­ლი­ნა. თა­ვი­დან ჩვენს წარ­მა­ტე­ბას ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რად­გან უნ­გ­რე­თიც ძლი­ე­რი იყო და თან სახ­ლ­ში თა­მა­შობ­და, ხორ­ვა­ტია კი ყო­ველ­თ­ვის, ყვე­ლა დო­ნე­ზე ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლაა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ სა­მი­ვე შეხ­ვედ­რა ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ.

– ყვე­ლა­ფე­რი უნ­­რეთ­თან მო­გე­ბით და­იწყომას­პინ­­ლებ­თან ასე­თი უპი­რა­ტე­სო­ბა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო

– ამ შეხ­ვედ­რას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, რად­გან ტურ­ნირს რო­გორც და­იწყებ, ხში­არდ ასე­ვე აგ­რ­ძე­ლებ. ეს იყო დი­დი მო­ტი­ვა­ცია, რად­გან პირ­ველ ტურ­ში მო­გე­ბა მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბას და სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მდგო­მა­რე­ო­ბას გაგ­ვი­ად­ვი­ლებ­და. თა­მა­ში კარ­გად და­ვიწყეთ, მაგ­რამ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში პე­ნალ­ტით ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რეს. თუმ­ცა, ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან კარ­გად და მწვა­ვედ შე­ვუ­ტი­ეთ და აშ­კა­რად დავ­ჩაგ­რეთ.

– იაკო­ბი­ძე ამ­ბობსრომ ხორ­ვა­ტებ­თან პი­რა­დი ან­გა­რი­შე­ბიც გქო­ნი­ათ

– ძა­ლი­ან ზე­მო­დან იყუ­რე­ბოდ­ნენ და მი­ხა­რია, რომ თა­ვი­სი მი­ი­ღეს. არ ეგო­ნათ, რომ მო­ვუ­გებ­დით, მით უფ­რო ასე­თი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი შე­დე­გით. მაგ­რამ პირ­ველ ტა­იმ­ში ისე ვე­თა­მა­შეთ, შან­სი არ და­ვუ­ტო­ვეთ. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ეპი­ზო­დი გუნ­დ­მა ტაქ­ტი­კუ­რად სა­უ­კე­თე­სოდ ჩა­ა­ტა­რა, ბი­ჭებ­მა კი მწვრთნე­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი კარ­გად შე­ას­რუ­ლეს. ჩე­მი აზ­რით, სწო­რედ ამის ხარ­ჯ­ზე მო­ვუ­გეთ. ჩემ­თ­ვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კი­დევ ის იყო, რომ მწვრთნე­ლი შეც­ვ­ლებს დრო­უ­ლად და ზუს­ტად აკე­თებ­და. თუ არ მეშ­ლე­ბა, დი­დი ხა­ნია, შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად, 9 ქუ­ლით არ დაგ­ვიმ­თავ­რე­ბია.

– ყა­ზა­ხე­თი აუტ­სა­­დე­რი იყომაგ­რამ დი­დი ფუ­ლის გა­მო დი­დი ამ­ბი­ცი­­ბიც გა­უჩ­­დათ – მათ­თან თა­მაშ­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და

– ასა­კობ­რივ ნაკ­რე­ბებ­ში ყა­ზა­ხებ­თან მე­სა­მედ ვი­თა­მა­შე. ვერ ვიტყ­ვი, რომ მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჰყავთ, მაგ­რამ მებ­რ­ძო­ლი გუნ­დია და წი­ნა ორი თა­მა­ში საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და. მა­გა­ლი­თად, ორი წლის წინ, ყა­ზა­ხე­თის თას­ზე 17-წლამ­დე­ლე­ბი ვთა­მა­შობ­დით და დი­დი ან­გა­რი­შით ვუ­გებ­დით, მაგ­რამ ბო­ლომ­დე იომეს და 4:4 დაგ­ვიმ­თავ­რეს. ასე­თი გუნ­დია, მებ­რ­ძო­ლი და მთე­ლი გუნ­დი დაც­ვა­ში დგას – ამის გა­მო, მათ დაც­ვა­ში შეღ­წე­ვა რთუ­ლია. მაგ­რამ ჩვენ­თან არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ.

– ახ­ლა ელიტ­რა­უნდს ყვე­ლა იმე­დით ვე­ლო­დე­ბით

– ასე­თი თა­მა­შე­ბის შემ­დეგ ეს ბუ­ნებ­რი­ვია. იმე­დია, წი­ლის­ყ­რა­ში გა­ვი­მარ­თ­ლებს, მაგ­რამ იოლი ჯგუ­ფის იმე­დი არ გვაქვს. ამ ეტაპ­ზე ასე­თი რამ გა­მო­რიცხუ­ლია. თუმ­ცა, ჩვე­ნი მი­ზა­ნი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შია.

– ტურ­ნირს ბევ­რი სე­ლექ­ცი­­ნე­რი ეს­­რე­ბო­და – შე­მო­ტა­ვა­ზე­ბე­ბი თუ მი­­ღე?

– ვი­ცი, რომ ბევ­რი სე­ლექ­ცი­ო­ნე­რი ჩა­მო­ვი­და, რად­გან ჩვენს ასაკს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ და ბევ­რი გვაკ­ვირ­დე­ბო­და. ესეც დი­დი სტი­მუ­ლი იყო. ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ ასეთ შეხ­ვედ­რებ­ში ტავს თუ გა­მო­ვი­ჩენთ, შე­საძ­ლაო, კა­რი­ე­რა ავიწყოთ. მაგ­რამ კონ­კ­რე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბებ­ზე ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი.

წყარო: lelo.ge

SHARE